2020 წელს უმუშევრობის დონე შესაძლოა, 15-20%-მდე გაიზარდოს - PMCG

2020 წელს უმუშევრობის დონე შესაძლოა, 15-20%-მდე გაიზარდოს - ამის შესახებ, პოლიტიკისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) კვლევაში აღნიშნული.

კვლევაში სახელწოდებით „საქართველოს ეკნომიკური კლიმატი მე-3 კვარტალი“ ეკონომიკის ექსპერტები პოსტპანდემიურ პერიოდს აანალიზებენ. ეკონომისტების 60%-მა აღნიშნა, რომ 2020 წელს საშუალო უმუშევრობის დონე გაიზრდება და მიაღწევს 15-20% (2019 წელს უმუშევრობისსაშუალო მაჩვენებელი 11.6% იყო).

„ამასთან, კითხვარის ფარგლებში, ექსპერტებს სთხოვეს შეაფასონ ტურიზმიდან მთლიანი შემოსავლის ცვლილება (როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ტურიზმიდან). 47%-მა აღნიშნა, რომ შემოსავალი შემცირდება 60-80%-ით, 27% ვარაუდობს შემცირებასა 40-60%-ით, ხოლო 80-100%-ით და 20-40%-ით შემცირება, მოელის შესაბამისად 13% და 7%“, - აღნიშნულია კვლევაში.

მათივე პროგნოზით, „საქართველოს ეკონომიკური ვითარება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, ქართველმა ეკონომისტებმა ასევე უარყოფითად შეაფასეს. ნიშანდობლივია, რომ მომდევნო ექვსი თვის მოლოდონები გაუმჯობესდა 2020 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, მაგრამ ოდნავ გაუარესდა 2019 წლის მესამე კვარტალთან შედარებით.