„ანაკლიის საარბიტრაჟო ქეისი საქართველოსთვის იქნება უპრეცედენტოდ მძიმე,“-ასე ეხმაურება ექსპერტი გია ხუხაშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმის განცხადებას, რომლის თანახმადაც, კონსორციუმი საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას იწყებს და 1 მლრდ დოლარს ითხოვს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ხუხაშვილის „ფეისბუქ“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„ანაკლიის საარბიტრაჟო ქეისი საქართველოსთვის იქნება უპრეცედენტოდ მძიმე, რადგან მასში თავი მოიყარა ყველა სისტემურმა პრობლემამ, რაც ლაიტმოტივად გასდევს უახლეს ისტორიას. გველოდება უდიდესი პირდაპირი და ირიბი ფინანსური ზარალი. აღარაფერს ვამბობ პოლიტიკურ ზარალზე, რომელიც იმედია იმდენად სახელმწიფოს არ შეეხება, რამდენადაც ხელისუფლებას და მის ცალკეულ წარმომადგენლებს,“-წერს ხუხაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.