2020 წლის რთველის ფარგლებში მთავრობა 50 მლნ ლარის ყურძენს შეისყიდის

2020 წლის რთველის ფარგლებში მთავრობა 50 მლნ ლარის ყურძენს შეისყიდის. ამის შესახებ განცხადება შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, აღნიშნულ გამარტივებულ შესყიდვას სახელმწიფო მმართველობაში არსებული სს „აკურა“ განახორციელებს.

„აუცილებელი ღონისძიებების ჩატარება. ღონისძიების მიზანი და სახელმწიფო ინტერესი არის მევენახეთა მხარდასაჭერად შესაბამისი ზომების გატარება, რადგან ბაზარზე სრულად იქნეს რეალიზებული ყურძნის მოსავალი.

ღონისძიების ჩატარებისათვის განკუთვნილი პერიოდი იყოფა ორ ეტაპად. პირველი ეს არის რთველის პროცესი, რაც გულისხმობს როგორც კახეთის, ასევე რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში კერძო კომპანიების შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩენილი ყურძნის ს.ს. „აკურას“ მიერ შესყიდვას და მეორე არის ყურძნის გადამუშავების, მიღებული სითხეებისა და კონცენტარტის შენახვის, ტრანსპორტირების მომსახურების და სპირტად გამოხდისათვის საჭირო მანქანა-დანდაგრების ქირავნობის პროცესი.

„აკურა-“ს შესაძლებლობებიდან გამომდინარე კომპანიას შეუძლია მხოლოდ 3 000 ტონამდე ყურძნის მიღება-გადამუშავება, ხოლო დანარჩენი წინა წლების პრაქტიკიდან გამოდინარე 70-80 ათასი ტონა ხორციელდება სხვადასხვა კერძო ღვინის ქარხნებში დაქირავებული სიმძლავრეებით, რომელთა სართვლოდ მომზადება მოითხოვს წინასწარ ავანსის სახით თანხების გაცემას, სხვადასხვა დამხმარე მასალების, სათადარიგო ნაწილების და ტექნიკური აღჭურვილობის შეძენას, რის გამოც სს „აკურას“ მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ უნდა გავრცელდეს წინასწარ ანგარიშსწორებაზე გარანტიის წარდგენის ვალდებულება,“-ვკითხულობთ განცხადებაში.

თაია არდოტელი