ზაფხულის ტემპერატურულმა ნიშნულმა პიკს მიაღწია, მოსვენება დაკარგეთ და არ იცით თავს როგორ უშველოთ?

იმისათვის, რომ მთასა თუ ბარში, ქალაქსა თუ სოფელში, სახლსა თუ სამსახურში ყოფნა თქვენთვის კომფორტული გახდეს და სიცხემ ხელი არ შეგიშალოთ, მუშაობაში, ყოველდღიურ საქმიანობაში, დასვენებასა და უბრალოდ მშვიდად ძილში, თქვენთვის რეკომენდირებულია სწორად შერჩეული კონდიციონერის შეძენა, იმ გარემო პირობების გათვალისწინებით, სადაც მას დააყენებთ, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ.

გადაწყვეტილების მიღებისას დააყენოთ თუ არა კონდიციონერი, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სამომავლოდ გაზრდილი კომუნალური ხარჯებია. ამისათვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ სად შევარჩიოთ მაღალი ხარისხის, ეკონომიური კონდიციონერები ოპტიმალურ ფასად.

ამაში, ქართულ ბაზარზე, გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების მიმართულებით, 25 წლიანი გამოცდილების მქონე „საგა იმპექსი“ დაგეხმარებათ.

„საგაში“ თქვენ შეარჩევთ, Hisense-ის, Midea-ს, Mitsubishi-ს და VOX-ის უმაღლესი ხარისხის, ეკონომიურ კონდიციონერებს, სტანდარტული და ინვერტორული მართვის სისტემებითა და ზამთარ-ზაფხულის რეჟიმით.

სანამ „საგაში“ მიხვალთ და კონდიციონერის ფასსა და მახასიათებლებს შეარჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ გაზომოთ და განსაზღვროთ ის სივრცე სადაც გათბობა/გაგრილების სისტემის დამონტაჟება და განთავსება გსურთ.

როდესაც გასაგრილებელი სივრცის მოცულობას და კონდიციონერის განთავსების ლოკაციას განვსაზღვრავთ, შერჩევის პროცესი გაგრილების სიმძლავრეზე უნდა გადავიდეს, რომელიც BTU-ში (ბრიტანული თერმული ერთეული) ისაზღვრება.

მაგალითად, სტანდარტულ შემთხვევაში, თუკი ოთახის ჭერის სიმაღლე სამი მეტრია და ოთახში ორი ადამიანი უნდა იყოს, 10-15 კვ.მ სივრცის გაგრილებისთვის 5000 BTU საკმარისია, 65-70 კვ.მ სივრცისთვის კი 18,000 BTU.

გაითვალისწინეთ, რომ კონდიციონერი მხოლოდ BTU-ს მიხედვით არ უნდა შეარჩიოთ. გასათვალისწინებელია ოთახის ჭერის სიმაღლე, ფანჯრების და კარის ზომა, ადგილი, სადაც ის უნდა განათავსოთ.

თუ მაგალითად ოთახი ძლიერ დაჩრდილულია, სიმძლავრე შეგიძლიათ 10%-ით შეამციროთ, თუ ოთახი ძლიერ მზიანია, კონდიციონერის სიმძლავრე 10%-ით უნდა გაზარდოთ, თუ ოთახში რეგულარულად ორ ადამიანზე მეტია, თითოეულ დამატებით ადამიანზე, კონდიციონერს 600 BTU სიმძლავრე დაუმატეთ, ხოლო თუ მაგალითად კონდიციონერი სამზარეულოში უნდა განათავსოთ, მისი სიმძლავრე 4000 BTU-თი გაზარდეთ.

სწორად შერჩეული სიმძლავრე, კონდიციონერის ეკონომიკური მუშაობის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია. მისი შერჩევისას დაინახავთ ენერგოეფექტურობის კლასებს, A, B, C და ეფექტურობის კოეფიციენტებს, მათ შორის EER-ს, გაგრილების ენერგოეფექტურობის კოეფიციენტს და COP-ს გათბობის ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი.

დღესდღეისობით, თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ კონდიციონერი კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიურიც იყოს. დამატებითი ეკონომიურობის გარანტორი, კონდიციონერის ინვერტორული ძრავია. A დონეს მხოლოდ ინვერტორული კონდიციონერები აღწევენ.

გაითვალისწინეთ, რომ კონდიციონერი სწორად შერჩეულ ადგილზე უნდა იყოს დამონტაჟებული, ფანჯრისა და კედლის გათვალისწინებით. რეკომენდირებულია, რომ ნებისმიერი სითბოგმომყოფი მოწყობილობა, მაგალითად ნათურა ან ტელევიზორი მისგან შორს უნდა დაამონტაჟოთ. ასევე, დარწმუნდით, რომ მარტივად მიუდგებით მის ფილტრს, რომელსაც ხშირად სჭირდება გაწმენდა.

(R)