ჰაკერული თავდასხმის შემდეგ Twitter-მა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა

სოციალურ ქსელ Twitter-ის ხელმძღვანელობამ მიიღო ზომები გააძლიეროს უსაფრთხოება მანამ, სანამ ჰაკერულ თავდასხმასთან დაკაშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქმე ეხება ივლისში განხორციელებულ იმ ჰაკერულ თავდასხმას, რომლის დროსაც ბევრი ცნობილი კომპანიის და ადამიანების ანგარიშები გატეხეს.

„შეტევის მომენტიდან ჩვენ მნიშვნელოვანდ შევზღუდეთ წვდომა ჩვენს შიდა ინსტრუმენტებზე და სისტემაზე, რათა ვუზრუნველყოთ ანგარიშების უსაფრთხოება გამოძიების მიმდინარეობისას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. შეზღუდვებს შორის დროებით მიუწვდომელია რამდენიმე სერვისი, მათ შორის, საიტიდან გადმოწერის ფუნქცია.

კომპანიის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის დროს ჯამში 130 ანგარიში გატეხეს, 45 მათგანში ჰაკერებმა საკუთარი პუბლიკაციები გამოაქვეყნეს, 36-ში კი კერძო მიმოწერაზე ჰქონდათ წვდომა, 7-ის შემთხვევაში კი პერსონალური მონაცემები გადმოიწერეს.

შეგახსენებთ, ჰაკერული თავდასხვა განხორციელდა ისეთი კომპანიების ანგარიშებზე როგორებიცაა Apple და Uber. ასევე გატეხეს Tesla და SpaceX-ის თავკაცის ილონ მასკის პირადი ანგარიში, ასევე Microsoft-ის ხელძღავნელის ბილ გეიტსის ანგარიში, დაზარალებულებს შორის იყვნენ ჯეფ ბეზოსი და უორენ ბაფეტიც, რეპერი კანიე ვესტი, ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

კოკა კვირკველია