ავსტრალია "ფეისბუქს" და "გუგლს" მედიასაშუალებებისთვის თანხის გადახდას დააკისრებს

ავსტრალია აშშ-ს ტექნოლოგიურ გიგანტებს - „ფეისბუქსა" და „გუგლს" აიძულებს ავსტრალიურ მედიასაშუალებებს ახალი ამბებისთვის თანხა გადაუხადოს. ამ ნაბიჯს ქვეყანა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის დასაცავად დგამს.

„როიტერსის" ცნობით, ავსტრალია პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც საკუთარი მედია კომპანიებისთვის „ფეისბუქს" და „გუგლს" ფულს როიალტის გადახდის სისტემით გადაახდევინებს, რაც მიმდინარე წელს კანონადაც იქცევა. ავსტრალიის მთავრობამ გასული წლის ბოლოს "ფეისბუქსა" და "გუგლს" მოუწოდა, მედია კომპანიების კონტენტის გამოყენებისთვის ნებაყოფლობითი შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებები ეწარმოებინა.

მოლაპარაკებებს შედეგი არ გამოუღია, კანბერას ამჟამინდელი პოზიციით კი, თუკი შეთანხმების მიღწევა საარბიტრაჟო გზით, 45 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდება, ავსტრალიის კომუნიკაციებისა და მედიის ორგანო მთავრობის სახელით იურიდიულად სავალდებულო პირობებს დააწესებს.