აშშ-ის მშპ 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდულად, 32,9%-ით შემცირდა. ამის მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიაა. აღნიშნულის შესახებ ამერიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.
სპეციალისტებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ ვარდნა იქნებოდა 34,7%. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დიდი დეპრესიის (1929-1939 წელს) დროსაც კი არ დაფიქსირებულა მშპ-ს ასეთი მკვეთრი ვარდნა. თვის ბოლოს მშპ-ს მნიშვნელოვანი კლება 8,4%-ით დაფიქსირდა 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს. ხოლო აშშ-ის ისტორიის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ჰქონდა 1958 წელს, როცა დაფიქსირდა 10%-იანი კლება.
თუმცა როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, ამჟამინდელი ვარდნა წინასგან იმით განსხვავდება, რომ ეს შედეგი დადგა ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი ზომების გამო, რომელიც კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში მიიღეს. ამ ქმედებებმა კი გამოიწვია ისიც, რომ ასევე დიდი დეპრესიის შემდეგ პირველად დაფიქსირდა 14,7%-იანი უმუშევრობა.