საფრანგეთის ეკონომიკა 2020 წლის მეორე კვარტალში 13.8%-ით შემცირდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შემცირება მნიშვნელოვანია, თუმცა გაცილებით ნაკლებია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წინასწარ გაკეთებულ პროგნოზზე, რომელიც წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის 17%-ით შემცირებას ვარაუდობდა.
საფრანგეთში საყოველთაო კარანტინის გამო შეჩერდა ინვესტიციების განხორციელება, ვაჭრობა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მარტის შუა რიცხვებიდან მაისამდე დაწესებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო დააზიანა.