დოლარი გაუფასურებას განაგრძობს

დღეს დოლარის კურსი 2-წლიან მინიმუმზე დაფიქსირდა. როგორც Reuters-ი ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, გამორიცხული არ არის, რომ ამ მაჩვენებელმა 10-წლიან მინიმუმს მიაღწიოს. დღეს დოლარის ინდექსი სხვა ვალუტებთან მიმართებით 0,2%-ით 92,6 ნიშნულამდე დაეცა, ამ თვის განმავლობაში კი ვარდნამ 4,9% შეადგინა.

ინვესტორები შიშობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ამერიკის ეკონომიკას აღდგენა გაუჭირდება.

ამერიკული დოლარის მიმართ ნდობა მას შემდეგაც დაეცა, რაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების ინიციატივით გამოვიდა.

აშშ-ის მშპ 2020 წლის მეორე კვარტალში რეკორდულად, 32,9%-ით შემცირდა.