როგორი იქნება პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დროშა

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, მისი დროშა დამტკიცდა. ამის შესახებ ბრძანებულება, 30 ივლისს მიიღო.

„საქართველოს პრეზიდენტის დროშა არის კვადრატული ფორმის თეთრი ალამი. ალმის შუაგულში მოთავსებულია საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფარი, რომლის მეწამულ ველზე გამოსახულია ოქროს ჯვრით დაბოლოებული ვერცხლის შუბით ვერცხლის გველეშაპის განმგმირავი ვერცხლის მხედარი – წმინდა გიორგი ოქროს შარავანდედით. საქართველოს პრეზიდენტის დროშას შემოვლებული აქვს წითელი არშია წითელი კუწუბებით შიგნითა მხრიდან,“-აღნიშნულია ბრძანებულებაში.

თაია არდოტელი