6 ივლისიდან გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდიით სარგებლობს

6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია.

ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.

„29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს უახლოვდება და ამჟამად წ/წ -6%-ს შეადგენს, წინა კვირის -18%-თან შედარებით,“-ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი