საქართველოში ექიმებისა და ექთნების რაოდენობა გაიზარდა

დასაქმებული ექიმების და ექთნების რაოდენობა გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 265 საავადმყოფო 17.5 ათასი საწოლით, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 1.5 ათასით მეტია.

2019 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 31.7 ათასი ექიმი, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 748 ერთეულით 2.4%-ით აღემატება.

ზრდა შეინიშნება საექთნო პერსონალის მხრივაც. 2019 წელს საექთნო პერსონალის რიცხვმა 19 613 ერთეული შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 1 602 ერთეულით მეტია (8.8%).

2019 წელს პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა 1 781, ხოლო 2018 წელს 2 001 შეადგინა.

“2018 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით ავადობა შემცირების ტენდენციით ხასიათდება.” - ნათქვამია ანგარიშში.

გთავაზობთ, მოსახლეობის ავადობის სტრუქტურას პირველადი დადგენილი დიაგნოზით, 2019 წლის მონაცემებით.