ივნისში თბილისში უძრავი ქონების რეალიზაცია 21%-ით შემცირდა - სად რა ღირს ბინები

ივნისში თბილისში უძრავი ქონების რეალიზაცია დაახლოებით 21%-ით შემცირდა.

G&T-ის კვლევის მიხედვით, თუ 2019 წლის ივნისში დედაქალაქში 2 776 ბინა გაიყიდა, წელს ამ მაჩენებელმა 2 194 ერთეული შეადგინა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტად გაყიდვები ჩუღურეთში შემცირდა - 76%-ით, ყველაზე ნაკლებად კი ვაკეში - 47%-ით.

რაც შეეხება უბნების მიხედვით უძრავი ქონების ღირებულებას, კვლევის მიხედვით, საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები 2020 წლის მე-2 კვარტალში ასე გამოიყურება: (ერთი კვადრატული)

  • მთაწმინდა - 1,346 აშშ დოლარამდე (+21%)
  • ვაკე - 896 აშშ დოლარამდე (-6%)
  • საბურთალო - 790 აშშ დოლარამდე (-5%)
  • ნაძალადევი - 585 აშშ დოლარამდე (+7%)
  • გლდანი - 561 აშშ დოლარამდე (+6%)
  • კრწანისი - 844 აშშ დოლარამდე (+12%)
  • ჩუღურეთი - 673 აშშ დოლარამდე (-28%)
  • დიდუბე - 671 აშშ დოლარი (+4%)
  • ისანი - 606 აშშ დოლარი (-6%)
  • დიდი დიღომი - 531 აშშ დოლარი (-2%)
  • სამგორი - 531 აშშ დოლარი (+/-0)