მიკროსაფინანსო სექტორი 29-მილიონიან ზარალზეა

პირველ კვარტალში 18,4 მილიონის მოგების შემდეგ, 2020 წლის მეორე კვარტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 მილიონი ლარის ზარალით დახურეს.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, შემცირდა სექტორის აქტივები, რაც 1.3 მლრდ ლარს აღემატება. ამასთან, მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა მეორე კვარტალში 137 513 013 ლარი შეადგინა. წმინდა საპროცენტო შემოსავალი იყო 90 871 162 ლარი, არასაპროცენტო კი - 9 865 758 ლარი.

ცნობისათვის, 2019 წელი სექტორმა მხოლოდ 112 ათასი ლარის მოგებით დაასრულა.