ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე გამოკვლეული 3 800-მდე ადამიანიდან კორონავირუსი მხოლოდ 5-ს დაუდასტურდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში, დინამოს ბაზრობაზე რანდომული კვლევაა დაწყებული.
„მნიშვნელოვანია, რომ სხვა ბაზრობებზეც ვატარებთ კვლევას. ეპიდემიოლოგიური კვლევიდან გამომდინარე, სხვა ბაზრობებზე მასშტაბური კვლევა არ იგეგმება. თუმცა, ჩვენ ვგეგმავთ, რანდომულ კვლევას, რომლის თანახმადაც, თბილისში, სხვა ბაზრობებზე 200-მდე ადამიანის ჩაუტარდება ტესტირება. ამის შემდეგ ტესტირება გაგრძელდება იმის მიხედვით, თუ რა მონაცემები იქნება ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ შეკრებილი. ასეთი რანდომული კვლევა დინამოს ბაზრობაზე უკვე დაწყებულია. დანარჩენ ბაზრობებზე კი ეპიდსიტუაციიდან და ბაზრობების მონაცმებიდან გამომდინარე ვეგმავთ ტესტირებას,“ - განაცხადა ტიკარაძემ.