გავრცელებული ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" გუბერნატორის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ლევან ცხვედიანმა განუცხადა, ჯაფარიძის გადადგომის შესახებ თავადაც ცოტა ხნის წინ გაიგო.
"მე მითხრეს, რომ არჩილ ჯაფარიძემ პოსტი დღეს დატოვა. ახლა ონის სოფლებში დავდივარ და ვერ ვტოვებ ამ ადგილს იმისათვის, რომ ჩავიდე ონში და გავარკვიო. რის საფუძველზე დატოვა არ ვიცი, უბრალოდ მითხრეს, რომ დატოვა თანამდებობა“, - განაცხადა ლევან ცხვედიანმა.