შემცირებული კადრები და გაზრდილი სესხები - როგორ შეიცვალა მიკროსაფინანსოების ბაზარი ერთ წელიწადში

2020 წლის მეორე კვარტალი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 29 მილიონი ლარის ზარალით დაასრულს. შემცირდა სექტორის აქტივები, რაც 1.3 მლრდ ლარს აღემატება. ამასთან, მისო-ების მთლიანმა საპროცენტო შემოსავლებმა მეორე კვარტალში 137 513 013 ლარი შეადგინა. წმინდა საპროცენტო შემოსავალი იყო 90 871 162 ლარი, არასაპროცენტო კი - 9 865 758 ლარი.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული ანგარიშების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე 42 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ოპერირებდა, რაც 14 ერთეულით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2019 წლის მეორე კვარტალში ბაზარზე სულ 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში მისო-ებში სულ დასაქმებული იყო 3 974 ადამიანი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 175.

მიკროსაფინანსოების კონსოლიდირებული ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში 12 ერთეულით შემცირდა ფილიალების რაოდენობაც. თუ 2019 წლის მეორე კვარტალში 56 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია 392 ფილიალით იყო წარმოდგენილი, 2020 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 380-მდე შემცირდა.

ამავე პერიოდში გაიზარდა მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობაც. ანგარიშგების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში მისო-ების მიერ გაცემული იყო 1,117 მლრდ ლარის სესხი, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,080 მლრდ ლარი.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების სტრუქტურას, 2020 წლის მეორე კვარტლის კონსოლიდირებული მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ჯამში გაცემული 1,117 მლრდ ლარის მოცულობის სესხიდან ყველაზე მეტი - 358,3 მლნ ლარის ლომბარდული სესხი გასცეს. 280,2 - სამომხმარებლო სესხი, 196 მლნ ლარი ვაჭრობასა და მომსახურების სექტორზე გაიცა