საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საქართველოს კანონი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" სახელმწიფო დაწესებულებებს ავალდებულებს 2022 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცონ, ან გადაამტკიცონ სიმბოლოები, რომლებიც შექმნილია ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან შეთანხმების გარეშე.
„სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაცვით.
საქართველოს პარლამენტთან არსებულმა ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შექმნა დროშის სამი პროექტი, რომლიდანაც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთი დაამტკიცა.
საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცებული ნიმუშის გამოსახულებისა და აღწერილობის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სტანდარტი“,-აღნიშნულია განცხადებაში.