კანადის ეკონომიკა მაისში 4.5%-ით მას შემდეგ გაიზარდა, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო დახურული ბიზნესების ამუშავება დაიწყო. - იუწყება „კანადის სტატისტიკის სააგენტო“.
ამასთან, როგორც Reuters-ი წერს, კანადაში საქონლის წარმოება - 8%-ით, ხოლო მომსახურების სექტორი 3.4%-ით გაიზარდა. მაისში 20 ინდუსტრიული სექტორიდან 17-ში ზრდა დაფიქსირდა.