დონალდ ტრამპი TikTok-ის აკრძალვის შესახებ განკარგულებაზე ხელის მოწერას დღეს გეგმავს

დონალდ ტრამპი ჩინური კომპანიის Bytedance-ს აპლიკაცია TikTok-ის აშშ-ში აკრძალვის შესახებ განკარგულებაზე ხელის მოწერას შაბათს გეგმავს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„რაც შეხება TikTok-ს, ჩვენ მას შეერთებულ შტატებში ავკრძალავთ,“- აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ამ მიზნით, შესაძლოა საგანგებო უფლებამოსილება ან პრეზიდენტის განკარგულება გამოიყენოს.

„მე ამის უფლებამოსილება მაქვს. ხელმოწერა ხვალისთვის იგეგმება,“- აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პრეზიდენტის მიერ აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენას კომპანია Microsoft-ი გეგმავს.