კომპანია Microsoft-ი აშშ-ში მცხოვრები თანამშრომლებისთვის მუშაობის დისტანციურ რეჟიმს სულ მცირე, 2021 წლის 19 იანვრის ჩათვლით ახანგრძლივებს,- ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ვაგრძელებთ სიტუაციის შეფასებას თითოეული იმ რეგიონის/ქვეყნის/შტატისთვის, სადაც ვმუშაობთ და თარიღებს ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შევარჩევთ,“- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში კომპანია Google-მა განაცხადა, რომ საკუთარ თანამშრომლებს დისტანციურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას სულ მცირე, 2021 წლის ივნისის ბოლომდე მისცემს.