რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარს ხსნის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის სხდომაზე მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, ცვლილებები ძალაში შაბათს დღის მეორე ნახევარში, მთავრობის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ შევა.
აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადაწყვეტილებით, ე.წ. „რუსეთ-აფხაზეთის“ საზღვარზე შეზღუდვები 4 აგვისტომდე გახანგრძლივდა.
ორი დღის წინ ბჟანია მოსკოვში ე.წ. „სამუშაო ვიზიტით“ გაემგზავრა. „ვიზიტის“ მიზანი უცნობია.