ამერიკული საოჯახო ფერმიდან მშობლიურ მეურნეობაში - როგორ აისრულა ყვარლელმა ახალგაზრდამ ბავშვობის ოცნება

ახალ­გაზ­რდა ფერ­მე­რი თენ­გიზ კუ­პა­ტა­ძე, რო­მელ­საც ყვა­რელ­ში ახალ­გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხი, თხი­ლი­სა და კა­რა­ლი­ო­კის ბა­ღე­ბი აქვს, აგ­რო­ნო­მე­ბის ოჯახ­შია გაზ­რდი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი რამ იცო­და, ამე­რი­კა­ში სტა­ჟი­რე­ბა გა­ი­ა­რა და დღეს ამ გა­მოც­დი­ლე­ბას თა­ვის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იყე­ნებს.

თავ­და­პირ­ვე­ლად შე­ის­წავ­ლა, რა სი­ახ­ლე­ე­ბი იყო და რა ვი­თა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში, გა­იც­ნო ბევ­რი ფერ­მე­რი თუ ორ­გა­ნი­ზა­ცია, რომ­ლე­ბიც დამ­წყებ ფერ­მე­რებს ხელს უწყო­ბენ. ფერ­მერ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ასო­ცი­ა­ცი­ის (AFRD) დახ­მა­რე­ბით აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა ცოდ­ნი­სა და პრაქ­ტი­კის მი­სა­ღე­ბად ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მით. ამის­თვის რამ­დე­ნი­მე­ე­ტა­პი­ა­ნი შერ­ჩე­ვი­სა და კონ­კურ­სის გავ­ლა­მაც მო­უ­წია.

თენ­გიზ კუ­პა­ტა­ძე: - ჩემი მშობ­ლე­ბი აგ­რო­ნო­მე­ბი არი­ან. პა­პაც აგ­რო­ნო­მი იყო და ბავ­შვო­ბი­დან მას­წავ­ლი­და მცე­ნა­რე­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ვა­ზის მოვ­ლას. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხვდი, რომ სხვა რა­მის კე­თე­ბა მინ­დო­და. ბევ­რი არ მი­ფიქ­რია - ვა­ზის და მცე­ნა­რე­ე­ბის მოვ­ლამ ფერ­მე­რო­ბამ­დე მი­მიყ­ვა­ნა.

ამე­რი­კი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად მექ­ცია. 18 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მი­ღე­ბუ­ლი თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩემი პრო­ექ­ტით სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი მო­ვი­პო­ვე - სა­ფე­რა­ვის ჯი­შის ვე­ნა­ხი, თხი­ლი­სა და კა­რა­ლი­ო­კის ბა­ღე­ბი გა­ვა­შე­ნე.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა ყო­ველ­თვის იყო ჩემი ჰობი, შემ­დგომ კი პრო­ფე­სი­აც გახ­და. ეს სწორ არ­ჩევ­ნად მი­მაჩ­ნია, დღეს ნამ­დვი­ლად გვჭირ­დე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ა­ხერ­ხე­ბენ ტრა­დი­ცი­უ­ლი ცოდ­ნი­სა და ინო­ვა­ცი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ნაკ­ლებ შეც­დო­მას და­უშ­ვე­ბენ აგ­რო­ბიზ­ნე­სის და­გეგ­მვი­სა და ფერ­მის მარ­თვის სა­კი­თხებ­ში. ამა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მას, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი.

- აშშ-ში სად მი­ი­ღეთ აგ­რა­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა და პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა?

- მი­ნე­სო­ტის შტატ­ში. პრაქ­ტი­კა გა­ვი­ა­რე ერთ-ერთ დიდ და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ით აღ­ჭურ­ვილ ფერ­მე­რულ მე­ურ­ნე­ო­ბა Green Barn Garden Center-ში, აგ­რეთ­ვე მი­ნე­სო­ტის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში. აშშ-ის სას­წავ­ლო სის­ტე­მა ისეა ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი, რომ თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია პრაქ­ტი­კულ­თან, რაც სა­ბო­ლო­ოდ ეფექ­ტი­ან შე­დეგს იძ­ლე­ვა.

პროგ­რა­მა ორი ეტა­პის­გან შედ­გე­ბო­და - თე­ო­რი­უ­ლი სწავ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა მას­პინ­ძელ ფერ­მა­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­რე­ბით. პრაქ­ტი­კის დროს მას­პინ­ძელ ფერ­მა "გრინ ბარ გარ­დენ სენ­ტერ­ში" ვი­მუ­შა­ვე: ყვა­ვი­ლე­ბის ორან­ჟე­რე­ა­ში, სხვა­დას­ხვა ჯი­შის კარ­ტო­ფი­ლი­სა და პა­მიდვ­რის ნაკ­ვე­თებ­ში, გოგ­რის, სა­ზამ­თრო­სა და ნეს­ვის ბა­ღჩებ­ში (ის ჯი­შე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ არის შე­მო­სუ­ლი). პრაქ­ტი­კაც გა­ვი­ა­რეთ კვლე­ვით ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­დაც ვაკ­ვირ­დე­ბო­დით ვა­ზის სხვა­დას­ხვა ჯიშს.

- ამე­რი­კა­ში პრაქ­ტი­კის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ყე­ვით...

- სტუ­დენ­ტე­ბი მას­პინ­ძელ ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დით. ოჯახს უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ჰქონ­და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, რომ სტუ­დენ­ტებს მათ ფერ­მა­ში პრაქ­ტი­კა გა­ევ­ლოთ. გარ­და იმი­სა, რაც ზე­მოთ და­ვა­სა­ხე­ლე, მოჰ­ყავ­დათ ბა­ლა­ხიც, თი­ვას ამ­ზა­დებ­დნენ და ყიდ­დნენ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ტექ­ნი­კა. ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო, თუ რო­გორ მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი საქ­მის გა­კე­თე­ბა სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბით. ჩვენ უამ­რა­ვი რამ გვაქვს კარ­გი, მაგ­რამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სიმ­წი­რის გამო ბევ­რი საქ­მის კე­თე­ბა არ გა­მო­დის, ან მეტ სა­მუ­შაო ძა­ლას მო­ი­თხოვს.

- ტრაქ­ტო­რი კარ­გია, მაგ­რამ თოხს მა­ინც ვერ ცვლი­სო, ამ­ბო­ბენ, იქ რო­გორ იყო ამ მხრივ საქ­მე?

- ვნა­ხე თო­ხის ჩამ­ნაც­ვლე­ბე­ლი ტექ­ნი­კაც, პრი­მი­ტი­უ­ლად ჰქონ­დათ გა­კე­თე­ბუ­ლი - ტრაქ­ტორ­ზე იყო თო­ხის­მაგ­ვა­რი რამ მიბ­მუ­ლი.

- ბევ­რი ფერ­მე­რის­გან მსმე­ნია, რომ უცხო­უ­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­დის, შხამ­ქი­მი­კა­ტე­ბი­თაა სავ­სე და გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. ამე­რი­კუ­ლი ფერ­მა რა სა­სუქს იყე­ნებ­და?

- თვი­თო­ნაც ამ­ბობ­დნენ, რომ მიწა, რო­მელ­საც ამუ­შა­ვებ­დნენ, არ არის ხა­რის­ხი­ა­ნი და მას ბი­ო­სა­სუ­ქე­ბით აჯე­რებ­დნენ. ჰქონ­დათ თა­ნა­მედ­რო­ვე სარ­წყა­ვი სის­ტე­მე­ბი, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც უნა­ყო­ფო მიწა ნა­ყო­ფი­ე­რი ხდე­ბო­და. ეს სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ბი­ო­მე­ურ­ნე­ო­ბა გახ­ლდათ და ასე­თი­ვე პრო­დუქტს აწარ­მო­ებ­და. ჰყავ­დათ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მუ­შა­ხე­ლიც. მათ­თან ბევ­რი სა­ერ­თო გა­მოვ­ნა­ხე, გა­მოც­დი­ლე­ბას და­უ­ნა­ნებ­ლად გვი­ზი­ა­რებ­დნენ. აქე­დან რამ­დე­ნი­მე სა­ხის ღვი­ნო ჩა­ვუ­ტა­ნე, მო­ე­წო­ნათ, ჩურ­ჩხე­ლაც გა­ვა­სინ­ჯე. იხილეთ სრულად