სამომხმარებლო სესხების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია

სამომხმარებლო სესხების მოცულობა და საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია.

კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის 1-ლი ივლისის მდგომარეობით, სამომხმარებლო სესხების მოცულობა 4,306 მლრდ ლარს შეადგენდა. აქედან მოკლევადიანი სესხები - 218,341 მლნ; ხოლო გრძელვადიანი - 4,088 მლრდ ლარი იყო. შედარებისთვის, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სამომხმარებლო სესხების მოცულობა - 3,881 მლრდ ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, თუ მიმდინარე წელს სამომხმარებლო სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16,9%, 2019 წელს - 16,8% იყო. ამასთან, 1 ივლისის მდგომარეობით, მოკლევადიან სესხებზე საპროცენტო განაკვეთი - 19,9%-ს, გრძელვადიანზე კი - 16,7%-ს შეადგენს.

თაია არდოტელი