მარკეტები, საცხობები და კვების ობიექტები თბილისში, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა - რა დარღვევები აღმოაჩინა სეს-მა?

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წლის 1-ლი ნახევრის კონტროლის შედეგები გამოაქვეყნა.

შემოწმების შედეგებზე ინფორმაციას momxmarebeli.ge ავრცელებს. შემოწმებულ საწარმოებს შორის არის: კვების ობიექტები, საბავშვო ბაღები, აგრარული ბაზრები, მარკეტები, საცხობები და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, თბილისში მდებარე საცხობების, მარკეტების, კვების ობიექტების ჩამონათვალს, სადაც შემოწმების შედეგად, კრიტიკული შეუსაბამობა დაფიქსირდა.

ცნობისთვის, კრიტიკული შეუსაბამობა არის შეუსაბამობა, რომელიც მაღალ რისკს უქმნის ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომელიც არის კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებითი შეჩერების საფუძველი ასეთი სახის შეუსაბამობის აღმოფხვრამდე.

  • ი.მ მამუკა გიორგობიანი (საცხობი) - წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს "მარადასი" (საცხობი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი; წარმოიქმნება კონ დენსატი;
  • შპს გიო (სწრაფი კვების ობიექტი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები; გროვდება კონდენსატი;
  • შპს ლუკა (საცხობი, საშაურმე) - გროვდება კონდენსატი;
  • შპს უნივერსამი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • იზა შანავა (სწრაფი კვების ობიექტი) - წარმოიქმნება კონდესანტი; დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
  • შპს ნაით სთარ (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები
  • შ.პ.ს "თერთმეტი" (კაფე-ბარი, რესტორანი) - წარმოიქმნება კონდენსატი;
  • შპს ალფა-2006 (კაფე-ბარი, რესტორანი) - წარმოიქმნება კონდენსატი; დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • ნანა დარჩია (მზა კერძების წარმოება, რეალიზაცია) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • ი/მ დავით გიგაური (კაფე-ბარი, რესტორანი) - წარმოიქმნება კონდენსატი; დარღვეულია სანიტარიული ნორმები;
  • რევაზ წულაია (კაფე-ბარი, რესტორანი) (სასადილო ოჩამჩირე) - წარმოიქმნება კონდენსატი; დარღვეულია ჰიგიენური ნორმები;
  • შპს კოლხა (კაფე-ბარი, რესტორანი) - წარმოიქმნება კონდენსატი; დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და ტემპერატურული რეჟიმი; ინვენტარი კოროზირებულია;
  • სს ნიკორა ტრეიდი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - დარღვეულია ტექნოლოგიური პროცესების ნაკადურობა; სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
  • გემრიელი (საცხობი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
  • ეთერი მეფისაშვილი (საცხობი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
  • შპს დარათან ფუდს (სწრაფი კვების ობიექტი) - დარღვეულია ჰიგიენური ნორმები;
  • შპს სანჯა ჭულა 1 (კაფე-ბარი, რესტორანი) - დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები;
  • სს გუდვილი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - წარმოიქმნება კონდენსატი; დარღვეულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი;
  • არჩილი გაიმარჯვაშვილი (სასურსათო მაღაზია, მარკეტი) - წარმოიქმნება კონდენსატი; დარღვეულია სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ჯამში, 490-მდე ობიექტი შემოწმდა. მონიტორინგის სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: სურსათის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის პირველი ნახევრის კონტროლის შედეგები

თაია არდოტელი