როგორ გამოიყურება სახლი თბილისში, რომელიც 9 მლნ ლარამდე ღირს (+ ფოტო)

თბილისში, კერძოდ, დიღომი 7-ში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 8 601 300 ლარს (2 799 810 დოლარი) შეადგენს.

როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კერძო სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 5 საძინებელია. ამასთან, სახლის საერთო ფართობი 650 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი 2000 კვ.მ.

„650 კვ.მ საცხოვრებელი ფართი მოიცავს: 5 საძინებელს, კაბინეტს, 5 სველ წერტილს, 2 მასტერბედრუმს, დიდ მისაღებ ოთახს, სამზარეულო სასადილოს, სატრენაჟორო, მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს, მარანს.

სახლს გააჩნია 2000 კვ.მ ეზო, გამწვანებული, საბავშვო გასართობი სივრცეებით, ავტოფარეხი 5 ავტომობილზე, შიდა და გარე პერიმეტრი აყვანილია დაცვაზე, იდეალურად გარემონტებულია, სრული ავეჯით და ტექნიკით, ეზოში საცურაო აუზით, მხოლოდ ვიპ კატეგორიის მომხმარებლებისთვის,“-ვკითხულობთ განცხადებაში.

თაია არდოტელი