Google-ის სარეკლამო გაყიდვები გაიზარდა

Google-ის სარეკლამო გაყიდვები, მას შემდეგ, რაც მარტში კორონავირუსის პანდემიის გამო მკვეთრი ვარდნა განიცადა, კვლავ გაიზარდა. ამის შესახებ Google Alphabet Inc.-ის პრეზიდენტმა სუნდარ პიჩაიმ განაცხადა.

„ჩვენ დავინახეთ სტაბილიზების პირველ ნიშნები, მას შემდეგ, რაც მომხმარებლები დაუბრუნდნენ კომერციულ საქმიანობას ინტერნეტში“, - განაცხადა მან.

კომპანიის კომერციული დირექტორის რუტ პორატის თქმით, ივნისის ბოლოსკენ უკვე გაყიდვებმა გასული წლის დონე აჩვენა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2%-იანი კლება აჩვენა შემოსავლებში, რაც ნავარაუდევზე 4%-ით ნაკლებია, მისი აქციებზე ფასი დიდად არ შეცვლილა და ის ცალზე 1.552 დოლარის ფარგლებში დასტაბილურდა. Alphabet-მა აქციების უკან ამოსყიდვის პროგრამა აამოქმედა და 28 მილიარდის აქცია იყიდა.

ცნობისთვის, კომპანიის შემოსავლებმა მეორე კვარტალში 38,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია