კორპორაცია Microsoft-მა ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. საქმე ეხებოდა, Microsoft-ის მიერ სოციალურ ქსელ TikTok-ის ამერიკული განყოფილების შესაძლო შეძენას. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით წერს.
მათი მტკიცებით, ამის მიზეზი გახდა ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან ამ შეთანხმებისადმი მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება. ამასთან, წყარო გამოცემასთან აცახდებს, რომ მოლაპარაკებები შესყიდვაზე შესაძლოა, განახლდეს, მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი ამ საკითხზე საკუთარ პოზიციას საბოლოოდ გაარკვევს. გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა ვაშინტონს ჰქონდა სურვილი TikTok-ის ამერიკული განყოფილება გადასულიყო მთლიანად ამერიკული კომპანიის კონტროლის ქვეშ.
საინფორმაციო პორტალი Axios კი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ „შეთანხმება მაგიდაზე უდევს“ სახელმწიფოს მეთაურს. მათი ინფორმაციით, როგორც წესი ამერიკის პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება ნება დართოს ან აკრძალოს მსგავსი ტიპის შეთანხმებები, თუმცა ამჟამინდელი სიტუაცია იმითაა განსაკუთრებული, რომ უცხოური ინვესტიციების უწყებათაშორისი კომიტეტი ამ დროისთვის სწავლობს 2017 წელს ByteDance-ის მიერ სოციალურ ქსელ Musical.ly-ის შეძენის საკითხს, რომელიც საბოლოო ჯამში გაერთიანდა TikTok-თან. პორტალი აქვე დასძენს, რომ გაურკვეველია, თუ რა იურიდიულ საფუძველბზე დაყრნდობით შეუძლია ტრამპს დაბლოკოს Microsoft და ByteDance შორის შეთანხმება.
სააგენტო Reuters შაბათს წერდა, რომ ByteDance მზად არის უარი თქვას TikTok-ის საკუთარ ამერიკულ წილზე. მათი მტკიცებით, მას შემდეგ რაც შეთანხმებას მიაღწევდნენ, Microsoft გახდებოდა პასუხიმგებელი სოციალური ქსელის ამერიკელი მომხმარებლების ინფორმაციის დაცულობაზე. სააგენტოს მტკიცებით ჩინური მხარე ცდილობდა შეენარჩუნებინა მინოტარული როლი აპლიკაციაში, თუმცა თეთრი სახლი ამ პირობებს არ დათანხმდა.
შეგახსენებთ ,პარასკევს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავდა TikTok-ის აკრძალვას ამერიკის ტერიტორიაზე. ამერიკის ადმინისტრაციის სიფრთხილე ამ ქსელის მიმართ განპირობებულია ადმინსიტრაციის მოსაზრებით, რომ ამ ქსელის ხელმძღვანელობა დაკავებულია პროპაგანდით და ამავდროულად მოხმარებელთა პერსონალოურ მონაცემებს გადასცემს ჩინეთის ხელისუფლებას.