„სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით,“ - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევაშია აღნიშნული, რომელიც 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის შეფასებას მიეძღვნა.
ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს. აღსანიშნავია, რომ მათგან 18 უმრავლესობის წარმომადგენელია, რომელთა უმეტესი ნაწილი, კერძოდ, 10 დეპუტატი პარლამენტში მაჟორიტარული წესით მოხვდა.
მდუმარე დეპუტატები არიან:
- ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- მახირ დარზიევი (უმრავლესობა),
- მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”),
- თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა),
- იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- სამველ მანუკიანი (უმრავლესობა),
- ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი),
- რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი),
- რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა),
- დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა),
- ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა),
- გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა),
- ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი),
- ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა).