Lufthansa-მ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

გერმანულმა ავიაკომპანიამ Lufthansa საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას TAV Georgia ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიუნხენიდან თბილისში 188 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით 156 მგზავრი გაფრინდა. აეროპორტში მოსულ მგზავრებს, TAV-ის ბრენდირებული პირბადეები დაურიგდათ.

ავიაკომპანია რეისებს Airbus A321-200 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

  • მიუნხენი – თბილისის მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • თბილისი – მიუნხენის მიმართულებით ყოველ ორშაბათსა და პარასკევს.