იაპონიის უმსხვილესი სავაჭრო კორპორაცია Seven & i Holdings გეგმავს ამერიკული კომპანია Speedway-ს შეძენას 21 მილიარდ დოლარად. ამის შესახებ ინფორმაციას თავად იაპონური ჰოლდინგი ავრცელებს
„ეს ისტორიული შერწყმაა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი კომპანიის რეალურად მსოფლიო რითეილერად გადაქცევის გზაზე, რომელიც კონცენტრირებული იქნება ახლოს მდებარე მაღაზიების კონცეფციაზე“, - განაცხადა კომპანიის პრეზიდენტმა რიუიტი ისაკამ.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Speedway ამერიკის მასშტაბით ფლობს მაღაზიებისა და ბენზინგასამართი სადგურების ქსელს. ამასთან Seven & i Holdings ასევე გახლავთ ამერიკული, მსოფლიოში უმსხვილესი მაღაზიების ქსელის 7-Eleven-ის მფლობელი. 2017 წელს კი Seven & i Holdings-მა 3,3 მილიარდ დოლარად ამერიკული ქსელ Sunoco-ს ათასზე მეტი მაღაზია შეიძინა.