შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერმა მსოფლიოს წამყვანმა კომპანია "Ideagen"-მა საქართველოს ეროვნული ბანკის გამოცდილება შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროცესების ავტომატიზაციის წარმატებულ მაგალითად დაასახელა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შიდა აუდიტს განსაკუთრებული როლი ენიჭება ორგანიზაციის რისკის მართვის, შიდა კონტროლისა და მმართველობითი პროცესის ფუნქციონირების ეფექტურობის თაობაზე რწმუნების გაცემის კუთხით, რაც ცენტრალური ბანკის მთავარი მიზნების მიღწევის ხელშეწყობას ემსახურება. ამდენად, განვითარებაზე ორიენტირებული შიდა აუდიტის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს სწორედ ხარისხის გაუმჯობესებისათვის ინოვაციური მიდგომების გამოყენება წარმოადგენს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შიდა აუდიტისა და რისკის მართვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე არჩევანის შეჩერება განაპირობა იმ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა, რომ აღნიშნული პლატფორმა სრულად პასუხობს აუდიტისა და რისკის მართვის სფეროს თანამედროვე მოთხოვნებს. ამასთან, იგი თანხვედრაშია ორგანიზაციული რისკების მართვის სებ-ის მიერ აღიარებულ „დაცვის სამხაზიან" (3LoD) მოდელთან. შერჩეული პროგრამული უზრუნველყოფის მთავარი უპირატესობა, შიდა აუდიტის, ასევე რისკის მართვის პროცესების ავტომატიზაციის გზით, სწორედ აღნიშნული მოდელის სრულად რეალიზების შესაძლებლობაა. ყოველივე ამან შესაძლებელი გახადა 3LoD მოდელის ეფექტიანობის ზრდა, რისკის მართვისა და შიდა აუდიტის პროცესების ოპტიმიზაციის მეშვეობით, რაც ხელს უწყობს მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე ორგანიზაციის მზაობის ამაღლებას. ამავდროულად, ასეთი პლატფორმის გამოყენება პოზიტიურად აისახება შიდა აუდიტის ფუნქციის ხარისხზე და ახდენს შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დემონსტრირებას", - განაცხადა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა, მამუკა ჯიბუტმა.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, შიდა აუდიტისა და რისკის მართვის თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვით, განსაკუთრებული სარგებელი იქნა მიღებული პროგრამული უზრუნველყოფის ცალკეული ფუნქციონალის ჭრილში, კერძოდ:
მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება პოზიტიურად აისახა რეპორტინგის ნაწილზეც, რამაც შესაძლებელი გახადა აუდიტის ანგარიშის დინამიური ფორმატით გენერირება, რაც უზრუნველყოფს უფრო მიზანმიმართულ და კონცენტრირებულ ანგარიშგების პროცესს. ამასთანავე, ყოველივე აღნიშნული ზრდის შიდა აუდიტის მიერ შექმნილ დამატებით ღირებულებას ორგანიზაციის მენეჯმენტისა და დაინტერესებული მხარეებისათვის.