„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგ­ზა­უ­რე ვი­სოლ­თან ერ­თად“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­დამ­ჭე­რი ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია და­ი­წყო. კომ­პა­ნი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მცი­რე ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რა გა­და­წყვი­ტა და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მცი­რე სა­ო­ჯა­ხო ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბა­დო­ბის ამაღ­ლე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ანი სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­ვო­ბა და­ი­წყო. რო­გორც ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯი­ას“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ვა­სილ ხო­რა­ვა აცხა­დებს, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მხარ­და­ჭე­რას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

„მო­ხა­რუ­ლი ვართ და­ვა­ა­ნონ­სოთ ახა­ლი აქ­ცია - „იმოგ­ზა­უ­რე „ვი­სოლ­თან“ ერ­თად“. ამ წა­მო­წყე­ბის გარ­შე­მო „ვი­სო­ლი“ იწყებს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან სა­ინ­ფორ­მა­ციო აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მხარ­და­ჭე­რას ემ­სა­ხუ­რე­ბა. პან­დე­მი­ის შემ­დგომ ნა­თე­ლი გახ­და, თუ რა ზი­ა­ნი მი­ად­გა ამ ინ­დუსტრი­ას. ჩვე­ნი კონ­ტრი­ბუქ­ცია სწო­რედ არის ის, რომ ჩვე­ნი ფი­ნან­სე­ბი მივ­მარ­თოთ ამ ობი­ექ­ტე­ბის მო­ძი­ე­ბა­ში, მათ წარ­მო­ჩი­ნე­ბა­ში. ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, რო­მელ­მაც მოგ­ვცა ბა­ზე­ბი, რის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ჩვენ ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს შე­ვარ­ჩევთ. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ჩვენ ამ ტი­პის მხარ­და­ჭე­რას სა­მო­მავ­ლო­დაც გა­ვაგ­რძე­ლებთ და ეს არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა მარ­ტო ზა­ფხუ­ლით. ჩვენ ვი­პო­ვეთ და ვნა­ხეთ ძა­ლი­ან ბევ­რი უნი­კა­ლუ­რი ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რო­მე­ლიც სა­ჭი­რო­ებს მეტ ვი­ზი­ტორს. ჩვენ მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ამ აქ­ტი­ვო­ბი­თა და ჩვე­ნი კონ­ტრი­ბუ­ცი­ით ერთი მხრივ, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან კმა­ყო­ფი­ლი, რა­მე­თუ მათ მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას და ზუსტ მი­სა­მართს, რომ ნა­ხონ მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი ად­გი­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მო­სა­ხუ­რე­ბა და მე­ო­რეს მხრივ, ის ინ­ფას­ტრუქ­ტუ­რა და­იტ­ვირ­თე­ბა, რო­მე­ლიც ამ პი­რო­ბებ­ში მეტ მომ­ხმა­რე­ბელ­სა და ვი­ზი­ტორს სა­ჭი­რო­ებს“,-ვო­სო­ლი.

ნუნუ კარ­დე­ნა­ხიშ­ვი­ლი-მა­რან მუ­ზე­უმ „ნუ­მი­სის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

„მად­ლო­ბის მეტი რა გვეთ­ქმის, შო­კი­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რად­გან აწყო­ბი­ლი ბიზ­ნე­სი ძა­ლი­ან ჩა­ი­ძი­რა და ყვე­ლა­ზე დიდი დარ­ტყმა ტუ­რიზ­მმა მი­ი­ღო. სა­ერ­თოდ, და­ხურ­ვის წი­ნა­შე ვი­დე­ქით და დახ­მა­რე­ბის ხელი გა­მოგ­ვი­წო­და „ვი­სოლ­მა“, „ინ­დი­გომ“, ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ. ძა­ლი­ან ამა­ყი ვარ, რომ ასე­თი გა­ჭირ­ვე­ბის დროს ერ­თმა­ნეთს ხელი ჩავ­კი­დეთ და ყვე­ლა ერ­თად ვიბ­რძვით გა­დარ­ჩე­ნის­თვის. მო­გეხ­სე­ნებთ, რეკ­ლა­მე­ბი რა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბაა და უფა­სოდ რომ რეკ­ლა­მას გი­კე­თე­ბენ, ასე ფარ­თო მას­შტა­ბით, ეს მად­ლო­ბას კი არა, ზე­მად­ლო­ბას იმ­სა­ხუ­რებს. რეკ­ლა­მის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე ზარი უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და და შეკ­ვე­თე­ბიც მი­ვი­ღე“,-აცხა­დებს ნუნუ კარ­დე­ნა­ხიშ­ვი­ლი.

ვახ­ტანგ ას­ლა­ნი­კაშ­ვი­ლი - მცი­რე მა­რა­ნი „ვახ­ტანგ ას­ლა­ნი­კაშ­ვი­ლის მარ­ნის“ დი­რექ­ტო­რი „ვი­სო­ლის“ დამ­სა­ხუ­რე­ბა ძა­ლი­ან დიდია. ის, რის გა­კე­თე­ბა­საც ისი­ნი აპი­რე­ბენ, „ბილ­ბორ­დე­ბი“, ვი­დე­ოკ­ლი­პე­ბი და ასე შემ­დეგ, ამას პა­ტა­რა მარ­ნის მფლო­ბე­ლი ვერ შეწვდე­ბა და გა­ა­კე­თებს. ყვე­ლამ ვი­ცით, რომ საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ამ ყვე­ლა­ფერს „ვი­სო­ლის“ ჯგუ­ფი აკე­თებს, რო­მე­ლიც ჩემ­თან ჩა­მო­ვი­და. ეს ძა­ლი­ან დიდი დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი მცი­რე მარ­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის, რო­გო­რიც ჩე­მია. მა­გა­ლი­თად, შარ­შან საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დენ­ო­ბით ტუ­რის­ტი იყო და ახლა პან­დე­მი­ის გამო ტუ­რის­ტე­ბის ნა­კა­დი შე­წყდა“,-აცხა­დებს ვახ­ტანგ ას­ლა­ნი­კაშ­ვი­ლი.

R