Top-10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 10 პროდუქტს, რომელიც ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • წიწიბურა - 122,71%
  • ვაშლი - 58,68%
  • ფორთოხალი - 50,45%
  • ატამი - 41,73%
  • ნიორი - 39,74%
  • კივი - 39,44%
  • მწვანილი - 37,12%
  • ლობიო ხმელი - 29,78%
  • საზამთრო - 28,14%
  • თევზის კონსერვი - 27,60%