პოლონეთმა „გაზპრომი“ „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის გამო დააჯარიმა

პოლონეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა UOKiK კომპანია „გაზპორმი“ 57 მილიონი დოლარით დააჯარიმა, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებით წარსადგენი დოკუმენტაციის მოთხოვნის იგნორირების გამო - იუწყება სამმართველო.

დაჯარიმების მიზეზი გახდა „გაზპრომის“ მხრიდან კონსორციუმის შექმნა, რომელსაც უნდა მოეხდინა მშენებლობის დაფინანსება, რის შესახებაც არ იყო თანხმობა გაცემული პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებლეთა უფლებების დაცვის სამსახურის მხრიდან.

„გაზრპომმა“ სამი წლის წინ შექმნა გაზსადენის მშენებლობისთვის ფინანსების მოსაზიდი კონსორციუმი. 2017 წლის აპრილში პროექტის ოპერატორმა კომპანიამ Nord Stream 2 AG-მ – ფრანგულ კომპანიასთან Engie, ავსტრიულ OMV-სთან და ბრიტანულ-ნიდერლანდურ Royal Dutch Shell-თან, გერმანულ Uniper და Wintershall-თან გააფორმა შეთანხმება გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დაფინანსებისთვის. ეს ხუთი ევროპული კომპანია წარმოადგენს გრძელვადიან დაფინანსებას პროექტის ჯამური ღირებულების 50%-ისთვის.

პოლონეთმა კი ჩათვალა, რომ ეს მის ინტერესებს ეწინააღმდეგება და დაიწყო გამოძიება ამ კონსორციუმის შექმნის კანონიერებაზე: მან წლის დასაწყისში მოითხოვა რუსული კომპანიისგან წარმოედგინა კონტრაქტები, რომლებიც დადებული იყო ამ კომპანიებთან, პროექტის დაფინანსებისთვის. ვინაიდან პოლონეთმა მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მიიღო, ქვეყნის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა ექვს კომპანიას: „გაზპორმს“,Engie Energy, Uniper, OMV, Shell და Wintershall-ს ბრალი წაუყენა. ცნობისთვის, მანამდე UOKiK-მა ამავე საქმეზე 40,3 მილიონი ევროთი დააჯარიმა Engie.

„პოლონეთის კანონმდებლობის დარღვევა - რომელიც გახლავთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - გამოიწვევს ფინანსურ სანქციებს“ - განაცხადა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამმართველოს პრეზიდენტმა ტომაშ ხროსტნიმ.

როგორც ცნობილია, პოლონეთი ისევე როგორც ურკაინა და აშშ, ამ პროექტის წინააღმდეგ გამოდიან.

კოკა კვირკველია