ესპანეთში საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 97.7%-ით შემცირდა

ესპანეთმა, მიმდინარე წლის ივნისში 204 926 საერთაშორისო ტურისტი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97.7%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, ტურისტების მიერ აღნიშნულ პერიოდში დახარჯული თანხის საერთო მოცულობა წინა წელთან შედარებით 98.6%-ით შემცირდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ თითოეულმა ტურისტმა, საშუალოდ, 755 აშშ დოლარი დახარჯა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40.8%-ით ნაკლებია.