დაისვენე საქართველოში და მოიგე კიდევ ერთი მოგზაურობა - „ლიდერფუდმა“ შიდა ტურიზმის მხარდამჭერი ახალი პროექტი დაიწყო

2020 წელი სა­ქარ­თვე­ლო­ში შიდა ტუ­რიზ­მის წლად გა­მო­ცხად­და. აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს კამ­პა­ნია „აღ­მო­ა­ჩი­ნე ის რაც შე­ნია“. აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნი­ის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად კი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის მზა­ო­ბა, ისე კერ­ძო ბიზ­ნე­სის ჩარ­თუ­ლო­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა. შიდა ტუ­რიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში კომ­პა­ნია „ლი­დერ­ფუ­დის“ კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­წი­ლი იყო. წელს კი ეს კამ­პა­ნია უფრო გაძ­ლი­ერ­და და კომ­პა­ნი­ამ და­ი­წყო პრო­ექ­ტი „და­ის­ვე­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ახლა თა­ვად „ლი­დერ­ფუ­დის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი კატო კი­კა­ბი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ კამ­პა­ნი­ის „და­ის­ვე­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ და­წყე­ბა?

„ლი­დერ­ფუ­დი“ და­არ­სე­ბის დღი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში ახორ­ცი­ე­ლებ­და პრო­ექტს #ბუ­ნე­ბა­ში რომ­ლის მი­ზა­ნიც, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ბუ­ნებ­რი­ვი სიმ­დიდ­რე­ე­ბის უკეთ გაც­ნო­ბა იყო. მისი ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბა/გან­ვი­თა­რე­ბა კი გახ­ლავთ „და­ის­ვე­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში“, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა და­ი­წყო.

მოგ­ვი­ყე­ვი თა­ვად პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, რას ისა­ხავს ის მი­ზნად?

„ლი­დერ­ფუ­დის“კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია covid-19-სგან და­ზა­რე­ლე­ბუ­ლი შიდა ტუ­რიზ­მის ხელ­შე­წყო­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის მო­ტი­ვი­რე­ბა, რომ მო­ი­ნა­ხუ­ლონ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ე­ბი თა­ვი­სი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით.

ჩვენს სო­ცი­ქა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია პოს­ტი და ამ პოს­ტის კო­მენ­ტა­რე­ბის ველ­ში ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია გა­ნა­თავ­სოს მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ამ­სახვლი ფოტო ჰეშ­თე­გით #გაგ­ვი­ზი­ა­რე­ბედ­ნი­ე­რი­მო­მენ­ტე­ბი, მო­აგ­რო­ვოს „ლა­ი­ქე­ბი“ და აგ­ვის­ტოს ბო­ლოს ლი­დერ­ფუ­დის გუნ­დი გა­მარ­ჯვე­ბულ ადა­მი­ანს გა­მო­ავ­ლენს. მას კი სა­ჩუქ­რად ისევ სა­ქარ­თვე­ლო­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და დას­ვე­ნე­ბა გა­და­ე­ცე­მა. ჯილ­დო არის ორ­კა­ცი­ა­ნი საგ­ზუ­რი წი­ნან­დალ­ში, სას­ტუმ­რო „რა­დი­სონ ქო­ლექ­შენ­ში“.

ზო­გა­დად, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კერ­ძო სექ­ტო­რის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თვა შიდა ტუ­რიზ­მის მხარ­დამ­ჭერ აქ­ტი­ვო­ბებ­ში?

პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ზე დიდი ზა­რა­ლი ტუ­რიზ­მის სფე­როს მი­ა­ყე­ნა, სწო­რედ ეს გახ­ლავთ ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი ჩვე­ნი სა­რეკ­ლა­მო / წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბის. ვფიქ­რობ, ყვე­ლა დიდ­მა კომ­პა­ნი­ამ პა­ტა­რა თუ დიდი დო­ზით წვლი­ლი უნდა შე­ი­ტა­ნოს ტუ­რიზ­მის სექ­ტო­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ა­ში. ეს ერ­თგვა­რი სა­სი­ა­მოვ­ნო ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც კი გახ­ლავთ.

რო­გო­რია ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით „ლი­დერ­ფუ­დის“ სტრა­ტე­გია?

„ლი­დერ­ფუ­დი“ ახალ­გზრდუ­ლი ბრენ­დია, რაც თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხმობს აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს, გარ­თო­ბას , მოგ­ზა­უ­რო­ბას, ლაშ­ქრო­ბას, ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე სი­ა­რულს - ყვე­ლა­ფერს, რაც ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტებ­თან ასო­ცირ­დე­ბა და სწო­რედ ამ ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბის შექ­მნა­ში გვსურს ჩვე­ნი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნა.

გარ­და აღ­ნიშ­ნუ­ლი­სა, ტუ­რიზ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბის კუ­თხით რა პრო­ექ­ტე­ბი გაქვთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი?

პრო­ექ­ტი #ბუ­ნე­ბა­ში მო­ლაშ­ქრე­თა კლუბ „ზებ­რას­თან“ ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, მათ­თან ერ­თად ჩვენც აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ისე­თი სა­ო­ცა­რი ად­გი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­ზეც წარ­მოდ­გე­ნა არ გვქონ­და­ ან უბ­რა­ლოდ და­სა­ხე­ლე­ბა ვი­ცო­დით. ნამ­დვი­ლად სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნა გვაქვს, რომ­ლის არ­ცერ­თი კუ­თხე არ უნდა დავ­ტო­ვოთ ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექტს #და­ის­ვე­ნე სა­ქარ­თვე­ლო­ში, ის პირ­ველ აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და 20 აგ­ვის­ტომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებ, რომ ჩა­ერ­თონ ამ აქ­ტი­ვო­ბა­ში. ვაჩ­ვე­ნოთ ყვე­ლას სა­ქარ­თვე­ლოს გა­სა­ო­ცა­რი ად­გი­ლე­ბი, გა­ვუ­ზი­რა­ოთ ერ­თმა­ნეთს რო­გორც გა­მოც­დი­ლე­ბა ასე­ვე #ბედ­ნი­ე­რი­მო­მენ­ტე­ბი და მო­ვი­გოთ კი­დეც - რა­ტო­მაც არა.