ამერიკული კომპანია Twitter-ი, რომელიც ამავე სახელწოდების სოციალურ ქსელს ფლობს, ამერიკის ვაჭრობის ფედერალურ კომისიისგან 150 მილიონი დოლარის ჯარიმა ემუქრება. საქმე ეხება მიზნობრივ რეკლამებში მომხმარებლეთა მონაცემების გაუფრთხილებლად გამოყენებას. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal-ი იუწყება.
მისი მონაცემებით, კომპანიაში შევიდა კომისიის საჩივარი, რომელიც 28 ივლისითაა დათარიღებული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ Twitter 2013-დან 2019 წლამდე რეკლამისთვის იყენებდა სატელეფონო ნომრებს და ელექტრონული ფოსტის მისამართებს, რომელიც მას სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მიანდეს. პრეტენზიის დარეგულირება კომპანიას შესაძლოა, 150-250 მილიონი დოლარი დაუჯდეს.