„ჯეოსელი“ (“ლაილაი“) შეფერხებით მუშაობს. შეფერხება ფიქსირდება მთელ რიგ აბონენტებთან. როგორც კომპანიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, შეზღუდულია ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა, ასევე ისინი ვერ სარგებლობენ ინტერნეტით.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხარვეზის დადგენა“, - განაცხადეს კომპანიაში.