7 პროდუქტი, რომელიც ივლისში გაიაფდა

2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 7 პროდუქტს, რომელიც ივლისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • ხახვი - 34,44%
  • ბადრიჯანი - 24,64%
  • სტაფილო - 14,67%
  • კარტოფილი - 11,41%
  • მწვანე ლობიო - 10,90%
  • ბანანი - 5,74%
  • შაქარი - 2,76%