2020 წლის 3 თვეში სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა პრემია-დანამატებზე ჯამში 60,9 მლნ ლარი გაიცა, ეს კი 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან პრემია-დანამატზე 49,7 მლნ ლარი დაიხარჯა.
აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, (ბიუჯეტის მონიტორინგი) წელს პირველ კვარტალში მხარჯავმა დაწესებულებებმა პრემიის სახით 1,9 მლნ ლარი გასცეს, დანამატის სახით კი 59 მლნ ლარი. შარშან კი თანამდებობის პირთა პრემიებზე 1,2 მლნ ლარი დაიხარჯა, დანამატებზე კი 48,5 მლნ ლარის საბიუჯეტო რესურსი მიემართა.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რა მოცულობის პრემია-დანამატი გაიცა 2020 წლის 3 თვეში სამინისტროებში:
- მთავრობის ადმინისტრაცია: პრემია - 0 ლარი, დანამატი - 95 065 ლარი
- შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი: პრემია - 0 ლარი, დანამატი - 7 350 ლარი
- ფინანსთა სამინისტრო: პრემია - 0 ლარი, დანამატი - 604 519 ლარი
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო: პრემია - 0 ლარი, დანამატი - 5 000 ლარი
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: პრემია - 0 ლარი, დანამატი - 11 103 ლარი
- იუსტიციის სამინისტრო: პრემია - 3 238 ლარი, დანამატი - 136 349 ლარი
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: პრემია - 32 300 ლარი, დანამატი - 1,2 მლნ ლარი
- საგარეო საქმეთა სამინისტრო: პრემია - 0 ლარი, დანამატი - 1 198 ლარი
- თავდაცვის სამინისტრო: პრემია - 360 575 მლნ ლარი, დანამატი - 2,6 მლნ ლარი
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: პრემია 0 ლარი, დანამატი - 38 165 ლარი
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო: პრემია 22 196 ლარი, დანამატი - 221 843 ლარი
- შინაგან საქმეთა სამინისტრო: პრემია - 654 369 ლარი, დანამატი - 18,2 მლნ ლარი