ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ჩინურმა კომპანიამ „შანჰაი ძინჟენ ინტელიჯენტ ნიტუორკ ტექნოლოჯი“ (Shanghai Zhizhen Intelligent Network Technology), რომელიც ასევე „სიაო-ის“ (Xiao-i) სახელითაც არის ცნობილი, Apple-ს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომლითაც ირწმუნება, რომ ამერიკულმა კომპანიამ მისი კუთვნილი პატენტები დაარღვია.
ჩინური კომპანია სარჩელით ამერიკული კომპანიისგან, 10 მილიარდი იუანის (1.4 მილიარდი დოლარის) ანაზღაურებას მოითხოვს. გარდა ამისა, „სიაო-ის“ სურს, რომ Apple-მ შეწყვიტოს მის მიერ დაპატენტებული ტექნოლოგიების გამოყენებით, პროდუქტების წარმოება და გაყიდვა.
თავის სარჩელში Xiao-i ირწმუნება, რომ „ეფლის“ ხმის ამომცნობი ტექნოლოგია Siri არღვევს იმ პატენტს, რომელზეც განაცხადი თავად 2004 წელს წარადგინა და რომელიც საბოლოოდ, 2009 წელს დაუმტკიცდა.
Apple ირწმუნება, რომ მის ტექნოლოგია Siri-ში არაა გამოყენებული ის ფუნქციები, რომლებიც Xiao-i -ისთვის“ პატენტით არის მიკუთვნებული. ამერიკული კომპანია ირწმუნება, რომ მისი მოსარჩელის პატენტი ეხება ფუნქციებს, რომლებიც ვიდეო თამაშებსა და ხმოვან შეტყობინებებში გამოიყენება. უფრო მეტიც, „აიფონის“ მწარმოებლის განაცხადებით, დამოუკიდებელი შემფასებლები, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები, ჩინეთის უმაღლესი სახალხო სასამართლოს მიერ ქვთ მიღებული, ადასტურებენ, რომ Apple-ს Xiao-i -ის ტექნოლოგიები არ გამოუყენებია.