პარტიების შემომწირველები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები იქნებიან - ამას საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება გულისხმობს, რომლის პრეზენტაციაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამართა.
კერძოდ, ცვლილებების მიხედვით, პარტიების შემომწირველი შეიძლება იყოს მხოლოდ ისეთი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს ტერიტორიაზე და რომლის პარტნიორები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული ის იურიდიული პირები არიან, რომელთა საბოლოო ბენეფიციარები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, რომ კანონის ძველი ვერსიით, კომპანიის პარტნიორი შეიძლებოდა ყოფილიყო უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირი, თუ მისი საბოლოო ბენეფიციარი საქართველოს მოქალაქე იქნებოდა.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე