2020 წლისთვის ეკონომიკური ვარდნა -5% იქნება. ასეთია ეროვნული ბანკის განახლებული პროგნოზი. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ წინა პროგნოზი -4% იყო.
„როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდის პროგნოზს პერიოდულად გადავხედავთ ხოლმე. ეს ცვლილება ამჯერად განაპირობა გლობალური ეკონომიკური აქტივობისა და საგარეო მოთხოვნის უფრო დიდად შემცირებამ, ვიდრე ეს პანდემიის საწყისზე იკვეთებოდა.
მოგეხსენებათ, რომ პანდემიის საწყის ეტაპზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გლობალური ეკონომიკის ზრდა -3%-ზე იყო პროგნოზირებადი, თუმცა, ცოტა ხნის წინ განახლებული, უფრო პესიმისტური პროგნოზი გამოქვეყნდა, რომლითაც გლობალური ეკონომიკის დაცემა 4,9%ით იქნება. ესეც იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი, რამაც გამოიწვია ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა,“-აღნიშნა გვენეტაძემ.