როგორი იყო ყველაზე მომგებიანი სექტორის 6 თვე 2020 წელს

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2020 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

ანგარიშგების თანახმად, საბანკო სექტორი, რომელიც წლების განმავლობაში მომგებიან სფეროდ ითვლებოდა, 1-ელი კვარტლის მსგავსად, მე-2 კვარტალშიც ზარალზე გავიდა. რაც კორონავირუსის გამო მსოფლიოს მასშტაბით შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.

ანგარიშგებების მიხედვით, 2020 წლის მე-2 კვარტალში მოგება ვერ მიიღო ორმა დიდმა ბანკმა - „თიბისი ბანკმა“ და „საქართველოს ბანკმა“. კერძოდ, „თიბისის“ ზარალმა საანგარიშო პერიოდში - 156 415 387 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 292 056 328 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, მე-2 კვარტლის მონაცემებით, 157 163 992 ლარის ოდენობის ზარალი ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 231 705 253 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ბაზისბანკი“ - -12 888 958;
  • „სილქ როუდ ბანკი“ - 253,512;
  • „კრედო ბანკი“ - -4 727 835;
  • „ქართუ ბანკი“ - -26,932,273;
  • „ფინკა ბანკი საქართველო“ - -3,348,949;
  • „ჰალიკ ბანკი“ - -19,175,561;
  • „იშბანკი საქართველო“ - -1,718,891;
  • „ტერა ბანკი“ - -19,550,904;
  • „ლიბერთი ბანკი“ - -20,356,921;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - -16,661,754;
  • „პროკრედიტ ბანკი“ - -11,639,920;
  • „ვითიბი ბანკი“ - -26,095,611;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ - -211,721.
თაია არდოტელი