საქართველოში შაქრის იმპორტი გაიზარდა - ვის შემოაქვს ქვეყანაში პროდუქტი

2020 წლის ივნისში საქართველოში შაქრის იმპორტი 58%-ით გაიზარდა. კერძოდ, ივნისში ქვეყანამ 6,087 მლნ დოლარის ღირებულების 18 368 ტონა შაქარი შეიძინა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი უცხოეთიდან 3,852 მლნ დოლარის შაქარი შემოვიდა.

მთავარი იმპორტიორი ქვეყნების სამეული კი ასე გამოყურება:

  • ბრაზილია - 4,583 მლნ დოლარი
  • რუსეთი - 618,9 ათასი დოლარი
  • პოლონეთი - 465,6 ათასი დოლარი

საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2020 წლის ივნისში საქართველოში შაქრის იმპორტი 30-მა ბიზნეს სუბიექტმა განახორციელა, მათ შორის იყო პანდემიის პერიოდში ხელახლა გახსნილი „აგარის შაქრის კომპანია“. იმპორტიორების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:

  • სს იბერია რეფრეშმენტსი
  • შპს გრანდი
  • შპს L-ჯორჯია
  • შპს ბი ემ სი გორგია
  • სს საბ პარტნერშიპი
  • შპს ჯეო სვითს ჯგუფი
  • შპს იკათეიდინგი
  • შპს ალფა
  • შპს ჰორეკა ინვესტი HoReCa Invest
  • შპს ევროლაინი
  • შპს ჰორეკა ჯორჯია
  • შპს დაკო
  • შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია
  • შპს სთრაიქ ოილ 2015
  • შპს კადევე საქართველო
  • შპს ორგანიკა
  • შპს ვიჩევერსა
  • შპს ესენი
  • შპს დ ენდ დ
  • შპს აგარის შაქრის კომპანია
  • შპს ბარისტა-მარკეტ.კომ
  • შპს ლუანა
  • შპს სისაურის ყავა
  • შპს პაესე კოსმეტიკს ჯორჯია
  • შპს ექსპორტ +
  • შპს ქედელი ბრუვინგ
  • შპს იალჩინმარკეტ Yalcinmarket
  • შპს ვესტ საბ კომპანი
  • შპს ბიკო
  • იმ "თენგიზ ფაცაცია"

შენიშვნა: იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

რაც შეეხება 2020 წლის იანვარ-ივნისს, წელს 2 კვარტალში ქვეყანაში 25,599 მლნ დოლარის ღირებულების შაქრის იმპორტი განხორციელდა, ეს კი თითქმის 120%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 6 თვეში საქართველოში 11,201 მლნ დოლარის ღირებულები 28 912 ტონა შაქარი შემოვიდა.