აშშ-ის ხელისუფლება Purdue Pharma-ს 13-მილიარდიანი ჯარიმით ემუქრება

აშშ-ის გენერალურმა პროკურატურამ შესაძლოა, საჯარიმო სანქციები დაუწესოს კომპანიას Purdue Pharma-ს, ამ უკანასკნელის მხრიდან ამერიკაში შექმნილი ოპიოიდური კრიზისში თანამონაწილეობის გამო. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იმ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც დართულია გაკოტრების შესახებ საქმეში.

Purdue Pharma-ამ გასული წლის სექტემბერში სასამართლოში წარმოადგინა დოკუმენეტები გაკოტრების შესახებ. გაკოტრების განაცხადი კი არის კომპანიის მხრიდან გადადგმული ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯი იმ 2 ათას სარჩელზე, რომელიც კომპანიის წინააღმდეგაა შესული ამერიკული ქალაქების, ოქლებისა და შტატების მხრიდან. საჩივრის არსი ფარმაცევტული კომპანიის წინააღმდეგ მდგომარეობს იმაში, რომ კომპანია აწარმოებს ძლიერმოქმედ ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს OxyContin, ამ პრეპარატის გაყიდვების პოლიტიკას კი შეეძლო პროვოცირება მოეხდინა აშშ-ში წარმოქმნილ ოპიოიდურ კრიზისზე, რომლის მსხვერპლი ბოლო 20 წლის განმავლობაში გახდა 400 ათასი ადამიანი. გარდა ამისა, მომჩივანები თვლიან, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა გააზრებულად გამდიდრდა ამ საშიში პრეპარატების გაყიდვით, რომელიც იწვევს მიჩვევას.

როგორც „როიტერსი“ დასძენს, ზემოთ ნახსენები თანხა არის იმის მაქსიმუმი, რა ოდენობის ჯარიმის გამოწერა შეუძლია გენერალურ პროკურატურას. რეალური ზომა კი მოგვიანებით დაზუსტდება.

ოპიოიდური კრიზისი

ოპოიოდური კრიზისი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში მნიშვნელოვანი პრობლემაა, სათავეს 1990-იან წლებში იღებს, თუმცა ერთიანი სტრატეგია მის წინააღმდეგ ბრძოლაში ამ დრომდე არაა შემუშავებული. სამედიცინო გამოცემა STAT-ის ინფორმაციით, მომდევნო 10 წელიწადში შესაძლოა, მისი მსხვერპლი გახდეს 500 ათასი ადამიანი. შედარებისთვის, დაახლოებით ამდენივე ადამიანი უკვე შეიწირა შიდსმა.

კოკა კვირკველია