ჯეფ ბეზოსმა 2020 წელს 7,2 მილიარდის აქცია გაყიდა

კომპანია Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა მიმდინარე კვირის განმავლობაში მისი კორპორაციის 3,1 მილიარდი დოლარის ღირებულების აქცია გაყიდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება.

მათი ინფორმაციით ჯეფ ბეზოსმა მანამდე გაყიდა 4,1 მილიარდის აქცია. შედეგად კი მიმდინარე წელს ბეზოსმა აქციების გაყიდვიდან 7,2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, ის ამ დრომდე ფლობს 54 მილიონ აქციას, რაც ჯამურად 170 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

აღსანიშნავია, რომ ბეზოსმა 2019 წელს 2,8 მილიარდის აქცია გაყიდა.

Amazon-ის შემოსავლებმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 88,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნული 40%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე. კომპანიის მოგებამ 5,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როცა წინა წელს ამავე პერიოდში 2,6 მილიარდი.

კოკა კვირკველია