Microsoft -ს TikTok-ის შესაძენად 30 მლრდ დოლარის გადახდა შეუძლია

ამერიკული კომპანია Microsoft-ი აპირებს, რომ სოციალურ ქსელ TikTok-ის სრულად ან მისი ნაწილის შეძენასთან დაკაშირებით კონსულტაციები მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაასრულოს.

შეთანხმება შესაძლოა, 10-30 მილიარდი დოლარის ფარგლებში გაფორმდეს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC იუწყება.

მისი წყაროს ცნობით Microsoft და ჩინურ კომპანია ByteDance-ს შორის შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის. Microsoft-მა კი ამერიკის ხელისუფლებას აუწყა, რომ მისი შეძენის შემთხვევაში 1 წლის განმავლობაში შტატებში გადმოიტანს სოციალური ქსელის მუშაობისთვის საჭირო სისტემებს.

ტელეკომპანიის ცნობით კონსულტაციებში მონაწილეობს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინიც. ტელეკომპანია დასძენს, რომ ამ დრომდე უცნობია, საუბარი მიდის სოციალური ქსელის სრულად შესყიდვაზე თუ ნაწილობრივ.

კოკა კვირკველია