პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული ახალი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტი 410 მილიონი ლარია.
მისი თქმით, ახალი სოციალური დახმარება ნაწილობრივ სტოპკოვ ფონდში მობილიზებული თანხიდან ფინანსდება.
„მოგეხსენებათ, რომ სტოპკოვ ფონდში მობილიზებულია 130 მილიონი. ესეც უკვე ბიუჯეტის ფულია, ბიუჯეტის ნაწილია. ნაწილობრივ აქედან და დანარჩენი იქნება საბიუჯეტო სახსრები. ამ დახმარების მიზანია კონკრეტული სოციალური ფართო ჯგუფების და პირველ რიგში, ბავშვების დახმარება“, - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, კომუნალური დახმარების ნაწილში გამოყოფილია დაახლოებით 200 მილიონი ლარი, ხოლო ბავშვების დახმარების ნაწილში - დაახლოებით 170 მილიონი ლარი.